ედუარდ დრინკერ კოუპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Cope)
ედუარდ დრინკერ კოუპი
ინგლ. Edward Drinker Соре
Cope Edward Drinker 1840-1897.png
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1840(1840-07-28)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ფილადელფია
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1897(1897-04-12)[4] [1] [5] [2] (56 წლის)
გარდ. ადგილი ფილადელფია
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა პალეონტოლოგია
მუშაობის ადგილი პენსილვანიის უნივერსიტეტი
მეუღლე Annie Pim Cope
შვილ(ებ)ი Julia Cope Collins
ჯილდოები ბიგსბის მედალი და ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია
ხელმოწერა Signature of Edward Drinker Cope (1840–1897).png

ედუარდ დრინკერ კოუპი (ინგლ. Edward Drinker Соре; დ. 28 ივლისი, 1840 — გ. 12 აპრილი, 1897) — ამერიკელი პალეონტოლოგი და ზოოლოგი, აშშ ნაციონალური მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1872). პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი (1886 წლიდან). ამერიკის ნატურალისტთა საზოგადოების პრეზიდენტი (1895 წლიდან). მისი ძირითადი შრომები ეხება ჩრდილოეთ ამერიკის ცარცული და კაინოზოური პერიოდის დანალექების ნამარხ ხერხემლიანებს. აღწერა 1000-მდე ახალი სახეობა. გამოყო სტეგოცეფალების რიგი. მოგვცა თანამედროვე და ნამარხი თევზების ახალი კლასიფიკაცია. ნეოლამარკიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკულ პალეონტოლოგიაში. ორგანიზმების განვითარების მთავარ ფაქტორად მიიჩნევდა ენერგიის განსაკუთრებულ სახეს, ზრდის ძალას ანუ ბათმიზმს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]