დინარა სადუაკასოვა
დინარა სადუაკასოვა | |
ქვეყანა (სპორტი) | ყაზახეთი |
---|---|
ეროვნება | ყაზახი |
დაბადების თარიღი | 31 ოქტომბერი, 1996 |
დაბადების ადგილი | ნურ-სულთანი, ყაზახეთი |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2017) |
ფიდე რეიტინგი | 2446 (მარტი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2519 (იანვარი 2020) |
ჯილდოები და პრემიები | კურმეტის ორდენი და medal "for 20 years of Kazakhstan's independence" |
დინარა სადუაკასოვა (ყაზახ. Динара Рамазанқызы Сәдуакасова; ინგლ. Dinara Saduakassova; დ. 31 ოქტომბერი, 1996, ნურ-სულთანი, ყაზახეთი) — ყაზახი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი (2017), მსოფლიოს ჩემპიონი 20-წლამდელ გოგონათა შორის (2016), აზიის ჩემპიონი (2019).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინარა სადუაკასოვა დაიბადა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში (ამჟამინდელი სახელწოდება ნურ-სულთანი). ჭადრაკის თამაში 5 წლისამ ხ. ომაროვის სახელობის კლუბში ისწავლა. 10 წლისამ უკვე სერიოზულად მოკიდა ხელი სპორტის ამ სახეობას. 2003 წელს ნოვოსიბირსკში XIII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე «Отважная пешка» პირველი ადგილი აიღო. 2004-ში აზიის 8 წლამდელ გოგონებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2007 წელს ვერცხლის მედალი მსოფლიოს 12 წლამდელ გოგონათა შორისაც მოიგო.
ჭადრაკის გარდა გატაცებული იყო მხატვრული ტანვარჯიშით, ცურვით, ენების შესწავლით. 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ასევე მხატვრულ ტანვარჯიშში დაიკავა პირველი ადგილი საერთაშორისო ტურნირზე „სინეგორიე“.
2010 წელს პორტო-კარასში 14 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. 2011 წელს ყაზახეთში ახალგაზრდული პრემიის ნომინაციაში, როგორც „წლის ახალგაზრდა სპორტსმენი“: „ჟასტარ-2011“ მიიღო. იყო სპიკერი ფორუმისა „ინტელექტუალური ერი - 2011“.
2012 წლის აგვისტო-სექტემბერში 15 წლისა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სტამბოლში ქალთა ოლიმპიადაზე გამოვიდა, სადაც ქალთა შორის დიდოსტატის ნორმა შეასრულა. დეკემბერში 16 წლისა ქალთა შორის, ყაზახეთის ყველაზე ახალგაზრდა, დიდოსტატი გახდა[1] და დაჯილდოვდა საიუბილეო მედლით „ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წელი“[2].
2013 წელს «მოსკოვ ოფენზე»-ზე პირველი-მესამე ადგილები გაინაწილა. ასტანაში გულიევას სახელობის ევრაზიის ეროვნულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და მასწავლებლების ინიციატივით, გაიხსნა დინარა სადუაკასოვას საჭადრაკო კლუბი. წლის ბოლოს ყაზახურმა ჟურნალმა „Sport Review“ ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
2014 წლის გაზაფხულს „დიდოსტატ სადუაკასოვას თასის“ გათამაშება დაიწყო და ყოველწლიურად იმართება. დურბანში გოგონათა 18 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. გაზაფხულზე საკუთარი სტიპენდიით გამოუშვა წიგნი „პირველი ნაბიჯები ჭადრაკში“, სადაც თავისი პარტიები აღწერა[3]. 2016-წლიდან სკოლებში ამ წიგნით ასწავლიან ბავშვებს. ლაურეატია ეროვნული პრემიის „პატივსაცემი სპორტსმენი“ („ხალხის რჩეული 2014“). სპორტის სამინისტროსგან დაჯილდოვებულია სიგელით „ხალხის სიამაყე“. წლის ბოლოს გაზეთმა «Караван» წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
2015 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდ „Gambit Asseco SEE“ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა[4].
2016 წლის ივნისში მანდილოსნებში აზიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, აგვისტოში კი ბჰუბანეშვარში, 20 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო[5]. 2016 წლის დეკემბერში ყაზახეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე, კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად დინარა „კურმეტის“ (ღირსების) ორდენით დააჯილდოვეს. 2017 წელს საზოგადოებრივი ორდენი «Үміт» მიენიჭა და სახელმწიფო პრემიით „დარინით“ დაჯილდოვდა. ამავე წლის 17 ნოემბერს ყაზახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კეთილი ნების ელჩი გახდა[6][7]. 17 დეკემბერს ყაზახეთის მთავრობის № 821 განკარგულებით, სპორტის ნომინაციაში ახალგაზრდული „დარინის“ პრემია გადაეცა. 23 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ყოველწლიურ პრემია «Asian Chess Excellence Awards»-ზე, წლის საუკეთესო ქალ მოთამაშის ტიტული დაისაკუთრა[8]. 2019 წლის ივნისში აზიის ქალთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო და გახდა პირველი ყაზახი მანდილოსანი ვინც ეს შეძლო. 2021 წელს რიგაში FIDE Women's Grand Swiss Tournament 2021-ზე 50 მოჭადრაკეს შორის 27-ე ადგილი დაიკავა[9].
ეროვნული ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობაში ოთხჯერ იასპარეზა ოლიმპიდაზე (2008, 2010, 2012, 2014), ორჯერ მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე (2013, 2015), სამჯერ აზიის ერთა თასზე (2012, 2014, 2016) და ერთხელ მსოფლიოს 16-წლამდელთა ოლიმპიადაზე 2011 წელს. 2016 წელს აზიის ერთა თასზე გუნდური ბრინჯაო მოიგო.
ორდენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის დეკემბერი - ყაზახეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე „კურმეტის“ (ღირსების) ორდენით დააჯილდოვეს[10].
2017 წელს საზოგადოებრივი ორდენი «Үміт» მიენიჭა და სახელმწიფო პრემიით „დარინით“ დაჯილდოვდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Динара Садуакасова стала самым молодым гроссмейстером международного класса в РК
- ↑ Динара Садуакасова награждена медалью «Қазақстан Республикасының Тәуелсіздігіне 20 жыл»[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка
- ↑ Казахстанские школьники будут учиться шахматам по книге Динары Садуакасовой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-05.
- ↑ Dinara Saduakasova team chess record at Olimpbase.org
- ↑ Jeffery Xiong and Dinara Saduakassova are 2016 World Junior Champions. Chessdom (2016-08-21). ციტირების თარიღი: 2016-08-23
- ↑ Динара Садуакасова - посол доброй воли ЮНИСЕФ - Последние актуальные новости, новости Казахстана, видео, онлайн, фото, новостной канал Хабар 24. 24.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-09. ციტირების თარიღი: 2018-04-09.
- ↑ INFORM.KZ. Chess player Dinara Saduakassova becomes UNICEF Goodwill Ambassador ru. ციტირების თარიღი: 2018-04-09
- ↑ Динара Садуакасова стала лучшей шахматисткой 2017 года
- ↑ 2021 FIDE Chess.com Women's Grand Swiss. Chess-Tournament-Results-Server (2021-11-07). ციტირების თარიღი: 2022-02-02
- ↑ Государственный секретарь Казахстана Гульшара Абдыкаликова вручила госнаграды известным личностям страны. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-15. ციტირების თარიღი: 2016-12-13.