არსენა ოძელაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენა ოძელაშვილი ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი მთაწმინდა
წინა სახელები მიჯნის ქუჩა, არსენას ქუჩა.

არსენა ოძელაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩიდან რიწის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 30-იან წლებში იყო ლაბორატორიის ქუჩის (ახლანდელი პავლე ინგოროყვას ქუჩა) ნაწილი. 1900 წელს დაერქვა სამიჯნო, მიჯნის ქუჩა („მეჟევაია“). 1923 წელს — არსენას, 1958 წელს კი არსენა ოძელაშვილის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]