დიმეტროდონი
დიმეტროდონი (ლათ. Dimetrodon) — ნამარხი მხეცისნაირი ქვეწარმავლების გვარი პელიკოზავრების რიგისა. სიგრძე 2,7 მეტრს აღწევდა. სხეულის მალათა გრძელი, წვეტიანი მორჩები ზურგზე ჰქონდათ ამოშვერილი, შესაძლოა ზედ იყო გადაჭიმული აპკი („ქურგის აფრა“), რომლის დანიშნულება გაურკვეველია. გვარში 10-მდე სახეობა ერთიანდებოდა. მათი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკის პერმულ ქანებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 553, თბ., 1978 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: