პელიკოზავრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პელიკოზავრები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  პელიკოზავრები
ლათინური სახელი
Pelycosauria

პელიკოზავრები (ლათ. Pelycosauria), მხეცისმაგვარი ქვეწარმავლების რიგი. ახლოს იდგნენ კოტილოზავრებთან. მათი სხეულის სიგრძე 1-6 მ აღწევს. უკანა კიდურები წინაზე გრძელი ჰქონდათ, ქალა — მაღალი და ვიწრო, კბილები — კონუსური. ტანის მალების მახვილისებური მორჩი ზოგს (მაგ., დიმეტროდონი) ძალზე წაგრძელებული ჰქონდა და ზედ ზურგის ალქანი იყო გაჭიმული. ბევრ მათგანს მუცლის ნეკნებიც გააჩნდა. პელიკოზავრების უმეტესობა მტაცებელი, ზოგი მწერიჭამია, ზოგი კი ბალახით მკვებავი იყო. ცხოვრობდნენ ხმელეთზეც და წყალშიც. მათი ნაშთები ცნობილია აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ აფრიკის და ყოფილ სსრკ-ის გვიანდელი კარბონული და პერმული ნალექებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 14, თბ., 1984