დიკე (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიკე (მითოლოგია)
AstraeaVSH.JPG

სხვა კულტურებში: Lady Justice და Astraea
სქესი: მდედრობითი
მამა: ზევსი[1] და Nomos
დედა: თემიდა[1] და Eusebia
და-ძმა: Eunomia და Eirene
გამოსახულებები

დიკე (ძვ. ბერძნ. Δίκη — სამართლი) — სამართლიანობის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. [2] [3]; ჰესიოდის (თეოგონე, 901) თანახმად, იგი ზევსის და მისი საყვარლის, თემიდას ასულია. ის და მისი დედა სამართლიანობის ორი გამოხატულებაა. ხშირად გამოსახულია როგორც ახალგაზრდა, სუსტი ქალი, რომელსაც დაფნის გვირგვინით აქვს შემკობილი თავი და თან სასწორი დააქვს. იგი წარმოდგენილია სასწორის თანავარსკვლავედში, რომელსაც მისი სიმბოლოს (სასწორების) ლათინური სახელწოდება აქვს მინიჭებული. ხშირად ასოცირდება ასტრეასთან, უდანაშაულობისა და სიწმინდის ქალღმერთთან. ასტრეა ასევე მისი ერთ-ერთი ეპითეტია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი არის ზევსის და თემიდას ასული, სამართლის ქალღმერთი, ერთ-ერთი ჰორა, ჰესიოდეს მიხედვით, მართლმსაჯულების მცველი და მზღვეველი, მუდამ მამის გვერდით მჯდომი. თუ მოსამართლე კანონს გაამრუდებდა, დიკე ზევსს შესჩივლებდა. სამართლისა და სიმშვიდის მცველს ჰყავს დები, სახელად: ევნომია და ირინე (ეირინე), ხოლო პინდარეს მიხედვით კი ასული ჰესქია — „სიმშვიდე“. ტრაგიკოსებისთვის დიკე სასტიკი შურისმგებელი ქალღმერთია, შეუპოვარი და დაუნდობელი, ჰორების მხლებელი, რომელიც დამნაშავეს დაუნდობლად პირდაპირ მკერდში უყრის მახვილს.

ოლიმპიაში, ზევსის ტაძარში, ქანდაკებები გვიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას დიკეს შესახებ. [4] პოეზიაში ის ხშირად არის ზევსის დამსწრე (paredros). ათენის მე–5 საუკუნის ფილოსოფიურ შრომებში ნახსენებია, რომ დიკე შეიძლებოდა ყოფილიყო ანთროპომორფირებული (გაადამიანებული), როგორც მორალური სამართლიანობის ქალღმერთი. [5] იგი ჰორების მეორე თაობის მესამე წარმომადგენელი იყო ევნოიმასა (წესრიგის ქალღმერთი) და ეირენისთან (მშვიდობის ქალღმერთი) ერთად:

ვიკიციტატა
„ევნომია და დიკე, მისი და, ქალაქებს და მათ მოსახლეობას ნამდვილად ხშირად ეხმარებიან; მათ მონათესავე ეირენთან კაცობრიობისთვის სიმდიდრის დამცველების შესანიშნავ ტრიოს — ბრძენი ტიტანიდა თემიდას შვილებს ქმნიან [6]

რიტორიკის გვიანდელი ხელოვნება აბსტრაქტული ცნებების პერსონიფიკაციას განიხილავდა, როგორც მხატვრულ ხელსაწყოს, რომელიც გვიანი ანტიკურობა შეიცვალა ალეგორიულად და გადავიდა პატრისტიკაში. შემდგომი ევგენიალისტური ინტერპრეტაციით, დიკე დაიბადა, როგორც მოკვდავი და ზევსმა იგი დედამიწაზე მოათავსა, რომ უფრო კაცობრიობა სამართლიანი გაეხადა. მან სწრაფად გაიგო, რომ ეს შეუძლებელი იყო და თავის გვერდით, ოლიმპოს მთაზე მოისვა.

დიკე ასტრეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მეტსახელია „ასტრეა“ (ვარკვლავთქალწული). ოქროსა და ვერცხლის ხანებში, როცა დედამიწაზე ომი არ იყო, მშვიდობა სუფედა ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ბრინჯაოს ხანაში კი ცაში, ღმერთებთან გადასახლდა, სადაც ცხოველთა ზოდიაქოში, ქალწულის სახელწოდებით ციმციმებს მარადისობის გზაზე. ძირითად წყაროებში, ხელში სასწორი უჭირავს — ხომლად ქცეული სასწორი, დადის და სამართალს იცავს. ჰესიოდე ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„არის კვლავ დიკე, დიდი ქალი, ზევსის შობილი, ოლიმპოზე პატივცემული. თუ ვინმე ღმერთქალს უსამართლობით მიაყენებს წყენას, დაუყოვნებლივ მამა-ზევსის გვერდით დაჯდება, კაცთა სიავის ამბავს ეტყვის დალაგებულად“

ხელოვნებაში მკაცრი ქალია, ჯოხით ხელში, ხანაც ბადე და კომბალი უჭირავს — თავისი დამსჯელი ატრიბუტები. კიპსელოსის (კორინთის პირველი ტირანი) კიდობანზე გამოსახული დიკე მშვენიერი ქალია, რომელიც გუდავს მის საპირისპირო, უსამართლობის, უკეთურობის ქალღმერთს, მახინჯ დედაკაც ადიკიას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 138, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Любкер Ф. Δίκη // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 394–396.
  2. Smith, William (1880) A Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology. London: John Murray, გვ. 1002. ციტირების თარიღი: 2 April 2018. 
  3. Gardner, Dorsey (1887) Webster's Condensed Dictionary. George Routledge and Sons, გვ. 719. ციტირების თარიღი: 10 April 2018. 
  4. Hurwit, Jeffrey M (March 1987), "Narrative Resonance in the East Pediment of the Temple of Zeus at Olympia", The Art Bulletin 69 (1): 6–15.
  5. Burkert, Walter (1985), "The special character of Greek anthropomorphism", Greek Religion (Harvard University Press) III (4): 182–89.
  6. Pindar, Thirteenth Olympian Ode, 6 ff