შინაარსზე გადასვლა

თემიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემიდა


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სხვა კულტურებში: იუსტიცია (ქალღმერთი)
სქესი: მდედრობითი
გავლენის სფერო: მართლმსაჯულება და მართლმსაჯულება
მამა: ურანოსი
დედა: გეა
და-ძმა: რეა[1] , Iapetos, კრონოსი, ჰიპერიონი, თეია, ოკეანოსი და ტეთისი
მეუღლე: ზევსი
შვილები: ჰორები, ეპიმეთეოსი, პრომეთე, ჰესპერიდები, Menoetius, ადრასტეია, Eirene, დიკე, Eunomia, ასტრეა, Clotho[2] [3] , Lachesis[2] [3] , Atropos[2] [3] , Themides, Dysis, Auxo, თალო, Arctus, კარპო და Acme
გამოსახულებები

თემიდა (ძვ. ბერძნ. Θέμις, Θέμιδος, ლათ. Themis) — მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა.[4]

რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, რომელსაც მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად XVI საუკუნიდან (და არა ძველ რომში[5]) თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ.[6]

თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Любкер Ф. Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
  2. 1 2 3 ჰესიოდე 904 // Θεογονία — 0700.
  3. 1 2 3 Любкер Ф. Μοῖρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 878–879.
  4. 1 2 თემიდა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979.  გვ. 650–651.
  5. (1983) „The Scales of Justice as Represented in Engravings, Emblems, Reliefs and Sculptures of Early Modern Europe“, Images et representations de la justice du XVie au XIXe siècle (fr). Toulouse: University of Toulose-Le Mirail, გვ. 8. 
  6. ხუბუა გ., სამართლის თეორია, თბ.: „მერიდიანი“, 2004.  გვ. 67, ნაწ. 185.