დიდღვაბუნის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდღვაბუნის ციხე — ადრინდელი ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე მდინარე ცხენისწყლის ხეობაში (ხონის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მდინარეების ოხვირისა და ცხენისწყლის შესაყარში. მის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ბორცვზე შემორჩენილია მომცრო ციხის ნაშთი, როგორც ჩანს იგი დიდღვაბუნის ციხის მისადგომებს იცავდა. დიდღვაბუნის ციხე კონტროლს უწევდა ცხენისწყლის ხეობაზე გამავალ გზას, რომელიც ლეჩხუმსა და სვანეთს ბართან აკავშირებდა. ზოგიერთი მკვლევარი მას უქიმერიონის ციხესთან აკავშირებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]