დიდი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიდი“
ჟანრი ფენტეზი
დამდგმელი რეჟისორი პენი მარშალი
პროდიუსერი ჯეიმზ ლოურენს ბრუკსი, რობერტ გრინჰატი
სცენარის ავტორი გერი როსი, ენი სპილბერგი
როლებში ტომ ჰენქსი
ელიზაბეთ პერკინსი
მუსიკა ჰოვარდ შორი
ოპერატორი ბარი ზონენფელდი
მონტაჟი ბარი ლამკინი
სტუდია Gracie Films
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 3 ივნისი, 1988
ხანგრძლივობა 104 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 18 მლნ
შემოსავალი $151 668 774

დიდი (ინგლ. Big) — 1988 წლის ამერიკული ფილმი. „დიდი“ იყო ყველაზე წარმატებული ფილმი 80-იან წლებში იმავე ჟანრის სხვა ფილმებს „18 Again!“ (1988), „Vice Versa“ (1988), „Like Father Like Son“ (1987) „Dream a Little Dream“ (1989) შორის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

12 წლის ჯოშუას სურს დიდი გახდეს. მის სურვილს სათამაშო აპარატი აახდენს და ჯოშუას სული 30 წლის ადამიანის სხეულში ჩასახლდება. 30 წლის ჯოშუა ბავშვთა სათამაშოების ბიზნესში თავბრუდამხვევ კარიერას გააკეთებს. საბოლოოდ ის მაინც საკუთარ ბავშვობას უბრუნდება.

გადაღებები და გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოშუას როლზე განიხილებოდნენ რობერტ დე ნირო, რობინ უილიამსი და ჰარისონ ფორდი. პენი მარშალი გახდა პირველი ქალი რეჟისორი, რომლის ფილმის შემოსავლებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ტომ ჰენქსმა შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]