დიდი პოლონური ენციკლოპედია (ახალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი პოლონური ენციკლოპედია (ახალი) Wielka Encyklopedia PWN — პოლონური უნივერსალური ენციკლოპედია. გამოსცა პოლონეთის სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობამ ვარშავაში 2001-2005 წლებში.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალმა ენციკლოპედიამ დიდი პოლონური ენციკლოპედია ჩაანაცვლა, რომელიც უკვე დრომოჭმულად და კომუნისტური იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნიეს, რადგან 1962-70 წლებში, სოციალისტურ ხანაში, გამოიცა. ახალი ენციკლოპედია თავის წინამორბედს სტატიათა რაოდენობითაც აღემატება — თანამედროვე 30 ტომეულში 140 000 სტატიაზე მეტია, პლუს დამატებაც ახლავს და პოლონურ ენაზე შექმნილ ბეჭდურ ენციკლოპედიათა შორის უდიდესია.

ტექმახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 30 ტომი,
  • 141 000 სტატიამდე:
  • 40000 ბიოგრაფია
  • 22 000 გეოგრაფიული სტატია
  • 135 000 000 სიმბოლო
  • 15000 ილუსტრაცია:
  • 700 რუკა,
  • ინდექსი დამატებით ტომში.
  • მთავარი რედაქტორი იან ვოჟნოვსკი.
  • რედაქცია:100 მუშაკი, 3000 თანაავტორი და რეცენზენტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენციკლოპედიები ენების მიხედვით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]