დიდი პოლონური ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველიდან მე-11 ტომამდე

დიდი პოლონური ენციკლოპედია (Wielka Encyklopedia Powszechna PWN) — 2005 წლამდე უდიდესი პოლონური ენციკლოპედია. გამოიცა 1962-70 წლებში პოლონეთის სახელმწიფო სამეცნიერო გამომცემლობის მიერ ვარშავაში.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემა შეიცავს 82 000 სტატიას, 12 000 ილუსტრაციას, 200 ფერად და 650 შავ-თეთრ ჩანართ ილუსტრაციას და 120 ფერად რუკას მეცამეტე დამატებით ტომში. ბევრი სტატიის ქვეშ ავტორია მითითებული, ბევრსაც ბიბლიოგრაფია ერთვის. ენციკლოპედიას სასტიკი ცენზურა ემჩნევა. როგორც წინასიტყვაობაშია ნათქვამი, ენციკლოპედია ნაციონალიზმისა და მატერიალიზმის პრინციპების გამტარებელია და სოციალისტურ მსოფლმხედველობას გვიჩვენებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 ავტორს, 1000 რეცენზენტსა და თითქმის 100 რედაქტორს ორი სამეცნიერო უწყება — პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია და განათლების სამინისტრო კურირებდა პროფესორ თადეუშ კოტარბინსკის ხელმძღვანელობით. ენციკლოპედიის შექმნის ინიციატივა 1957 წელს გაჟღერდა, გამოცემა იმხანად 8 ტომად იყო ჩაფიქრებული (თუმცა 12 ტომამდე გაიზარდა). მართალია, 1957 წელს ჩაეყარა საფუძველი ენციკლოპედიის შექმნის იდეას, მაგრამ ესკიზებზე მუშაობა მხოლოდ ორი წლის თავზე, 1959 წელს, დაიწყო. 14 თვე დასჭირდა სტატიათა სიის შედგენას, 16 თვე კი პირველი ტომის შექმნაზე წავიდა. ყოველი მომდევნო ტომი კი 9 თვის ინტერვალით იქმნებოდა. როგორც კი თორმეტივე ტომი დასრულდა, მეცამე, დამატებით, ტომზე დაიწყეს მუშაობა, რომელშიც 5 ათასამდე შესწორება-ცვლილება იქნა შეტანილი და რამდენიმე ახალი სტატიაც დაემატა).

ტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენციკლოპედიის გადაშლილი ტომი

გამოცემის თარიღებით:

  1. ABle, 1962
  2. BliDeo, 1963
  3. DepFranc, 1964
  4. FrangIm, 1964
  5. InKons, 1965
  6. KontMam, 1965
  7. ManNomi, 1966
  8. NomoPolsc, 1966
  9. PolskaRobe, 1967; იწყება 224-გვერდიანი სტატიით პოლონეთის შესახებ, რომელიც 35 სექციად არის დაყოფილი.
  10. RobiStep, 1967
  11. SterUrz, 1968
  12. UsaŻ, 1969
  13. დამატება, 1970

სადავო საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერვე ტომი შეიცავს სტატიას „ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები“ (პოლ.Obozy koncentracyjne hitlerowskie), სადაც ბევრი საკამო საკითხია. მათ შორის:

  • არ არის ნაჩვენები, რომ საკონცენტრაციო ბანაკები არ იყო ერთადერთი იარაღი ნაცისტების ხელში (სადამსჯელო ბანაკების, ციხეების, გეტოებისა და შრომითი ბანაკების პარალელურად).
  • არ არის ნაჩვენები საკონცენტრაციო ბანაკების განსხვავებული როლი პოლონეთში გერმანიის შეჭრამდე და შემდეგ.
  • ამახინჯებს პოლონელებისა და სხვა ერების რეალური ტანჯვის სურათს.
  • უარყოფს გერმანელთა სიკვდილის ბანაკების არსებობას პოლონეთის ფარგლებს გარეთ, მაგ: გერმანიაში, ავსტრიაში, საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიაში და გერმანული ოკუპაციის სხვა ადგილებში.

შედეგად, სარედაქციო ჯგუფი „განახლდა“ და ახალი, შესწორებული სტატია „ჰიტლერის ბანაკები“ (პოლ.Obozy hitlerowskie) დაემატა მე-11 ტომს ჩანართის სახით, მოგვიანებით კი დამატებით ტომშიც შეიტანეს ხსენებული სტატია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]