დენიელ ლიბესკინდი
დენიელ ლიბესკინდი (ინგლ. Daniel Libeskind; დ. 12 მაისი, 1946, ლოძი, პოლონეთი) — ნაცისტთა ჰოლოკოსტს გადარჩენილ ებრაელთა შვილი, აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე 1965 წლიდან, არქიტექტორი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ბრონქსის საშუალო სკოლაში. შემდეგ ისრაელში აგრძელებს მუსიკის სწავლას და აკორდეონის ვირტუოზი შემსრულებელი ხდება ნიუ-იორკში პრესტიჟულ კუპერის ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარების გაერთიანებაში არქიტექტურის ხარისხისთვის სწავლის დაწყებამდე. 1972 წელს ესექსის უნივერსიტეტის ხარისხს იღებს არქიტექტურის ისტორიასა და თეორიაში. 1989 წლიდან ბერლინში ცხოვრობს მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. მისი არქიტექტურა გამოირჩევა არასწორი კუთხეებით, გადამკვეთი გეომეტრიული ფიგურებით და წყვეტილი ხაზებით, მანერით, რომელიც გამუდმებით იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. მისი ძირითადი ნამუშვრები მუზეუმებისა და გალერეების შენობებია.
პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასრულებული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ებრაული მუზეუმი (ბერლინი), გერმანია;
- ფელიქს-ნუსბაუმ-ჰაუსი, ოსნაბრიუკი, გერმანია;
- იმპერიული ომის მუზეუმი (მანჩესტერი), დიდი ბრიტანეთი;
- ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, მაგისტრანტთა ცენტრი, ჩრდ. ლონდონი;
- დანიის ებრაული მუზეუმი (კოპენჰაგენი).
დამუშავების პროცესშია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დენვერის ხელოვნების მუზეუმი, დენვერი;
- ონტარიოს სამეფო მუზეუმი, ტორონტო;
- ფრიდომ ტაუერი, ნიუ-იორკი (ნაწილობრივ სახეცვლილი პროექტით);
- ბარბარა ვეილის გალერეა, ესპანეთი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლიბესკინდის პროექტები დაარქივებული 2007-07-07 საიტზე Wayback Machine.