დაღალულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დაღალულა — მინდორი ქართლში, გაღმამხარში. ვახუშტი ბატონიშვილი საციციანოს აღწერისას დაღალულას შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ხოლო კუალად წრომის ჩრდილოს, მტკურის კიდესა ზედა, არს დაღალულა მინდორი და, ნაშენი და ფრიად ნაყოფიერი.[1]

დაღალულას ვახუშტი იხსენიებს აგრეთვე XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს ფეოდალური ანარქიის ეპიზოდების გადმოცემისას. 1701 წელს, როდესაც ერეკლე I-მა გიორგი აბაშიძის წინააღმდეგ გაილაშქრა, რათა მისთვის ხეფინისხევი წაერთმია, მან ქართლ-კახეთის მხედრობას დაღალულას მინდორზე მოუყარა თავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 376.