დასავლეთ ევროპის ფართოფოთლოვანი ტყეები
დასავლეთ ევროპის პალეარქტიკული ფართოფოთლოვანი ტყეები — ეკორეგიონი ზომიერ ფართოფოთლოვან და შერეული ტყეების ბუნებრივ ზონაში, რომელიც მოიცავს დასავლეთ ევროპის საკმაოდ დიდ არეალს, მათ შორის ავსტრიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის ტერიტორიებს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთ ევროპის ფართოფოთლოვანი ტყეების საერთო ფართობი დაახლოებით 490 000 კმ²-ია. ეკორეგიონი განსაკუთრებით წარმოდგენილია ცენტრალურ მასივში, ცენტრალური გერმანიის მთიანეთში, იურის მთებში, ბავარიის ზეგანსა და ბოჰემიის მასივში. ძირითადად შედგება წიფლისა და შერეული წიფლის ტყეებისგან. ასევე მოიცავს ხმელთაშუაზღვის რეგიონის მცირე ნაწილს.
დასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს ტერიტორია ათასობით წლის წინ იქნა დასახლებული. ასევე მოიცავს დიდ ქალაქებსა (ლიონი, ნანსი, მიუნხენი) და სასოფლო-სამეურნეო მიწებს. გავრცელებულია ცხოველთა და ფრინველთა სახეობები, მაგრამ მსხვილი ძუძუმწოვრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.