შინაარსზე გადასვლა

დავიწყებული მეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დავიწყებული მეფე“
ჟანრი ისტორიული, ფანტასტიკა
რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
სცენარის ავტორი ნიკოლოზ ხომასურიძე
როლებში
კომპოზიტორი ჭაბუკა ამირანაშვილი
ოპერატორი ჯონ ედვარდსი
გამოსვლის თარიღი 2013
ხანგრძლივობა 105 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

დავიწყებული მეფე (ინგლ. The forgotten king) — რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მიერ კინოსტუდია „Nikoloz fims-ში“ 2013 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი.[1]. მთავარ როლებში: კახა აბუაშვილი, თემო ბარბაქაძე, ნუგზარ ჩიქოვანი, ელგუჯა ბურდული, გივი ჩუგუაშვილი, მიშა არობელიძე და ანა იმნაძე. ფილმი „დავიწყებული მეფე“ გადაღებულია ერთ უწყვეტ დუბლში, 105 წუთი მონტაჟის გარეშე. კინოჩვენებების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფილმში მომხდარიყო რამდენიმე მონტაჟური ჭრა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია საქართველოს ისტორიაში მომხდარ გასაიდუმლოებულ ეპიზოდებზე და აგებულია 1178 წლიდან 2011 წლამდე საქართველოსა და მსოფლიოში მომხდრ რეალურ და გამოგონილ ფაქტებზე. ცნობილი პროდუსერი დემეტრე ორბელი და მისი მეუღლე ელენე ჩამოდიან თბილისში 11.11.11-ში, რომელიც არის ყველაზე ხელსაყრელი დღე დროის პორტალებში სამოგზაუროდ. იურგენ ბორმანის ხელმძღვანელობით ნაცისტური ორგანიზაცია „ანანერბე“-ს წევრები თავს ესხმიან სასტუმროში დემეტრესა და ელენეს, მაგრამ ფუსტი მეომრების ვაჟასა და ნიკოს დახმარებით ისინი გადარჩებიან და აღმოჩნდებიან განდობილი გიორგის სასახლეში, საიდანც გიორგის მიჰყავს დემეტრე სხვადასხვა ეპოქაში, რათა გაარკვიონ დემნა უფლისწულის ტრაგიკული ბედი, თუ ვინ დაწერა პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და რა საიდუმლო კოდები დაფარა მასში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]