დავით სულიაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით სულიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ჩუღურეთი
წინა სახელები წყალასაწევი ქუჩა, წყალსაქაჩი ქუჩა

დავით სულიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან მოსე თოიძის შესახვევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წყალასაწევი ქუჩა, 1934 წლის გეგმაზე — როგორც წყალსაქაჩი ქუჩა. დავით სულიაშვილის სახელი დაერქვა 1965 წელს. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]