შინაარსზე გადასვლა

დავით გულუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით დავითის ძე გულუა (დ. 11 ივნისი, 1954, დაბა ჩხოროწყუ) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993), ვიცე-ადმირალი (2008).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და მექანიზაციის ფაკულტეტი 1978 წელს და იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს. აფხაზეთის ომის დროს იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის საბრძოლო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კორპუსის მეთაურის მოადგილე, 1992 წლის დეკემბრიდან — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1996 წლიდან იყო საქართველოს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, 1997 მაისიდან — სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, 2003-2008 წლებში — სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი. 2009 წლიდან ორგანიზაცია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კონგრესის“ თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).