ეფრაიმ კაცირი
იერსახე
ეფრაიმ კაცირი | |
ისრაელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი 1973 – 19 აპრილი 1978 | |
წინამორბედი | ზალმან შაზარი |
მემკვიდრე | იცხაკ ნავონი |
დაბადებული | 16 მაისი, 1916 კიევი რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 30 მაისი, 2009 (93 წლის) რეჰოვოყი ისრაელი |
რელიგია | იუდაიზმი |
ეფრაიმ კაცირი (ებრ. אפרים קציר; დ. 16 მაისი, 1916 — გ. 30 მაისი, 2009) — ებრაელი პოლიტიკოსი, ისრაელის მეხუთე პრეზიდენტი. პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამეცნიერო ასპარეზზე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველი სახელით ეფრაიმ კაჩალსკი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეფრაიმ კაჩალსკი დაიბადა 1916 წელს კიევში. 1925 წელს მთელი ოჯახი გადასახლდა პალესტინაში. 1932 წლიდან ეფრაიმ კაცირი იერუსალიმის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელმაც 1941 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. კაჩალსკიმ გვარი გამოიცვალა მხოლოდ 1972 წელს, მას შემდეგ რაც გოლდა მეირმა მიიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისათვის.
კაცირის ძმა ცნობილი ფიზიკოსი აარონ კაცირი 1972 წლის 30 მაისს მოკლეს იაპონელმა ექსტრემისტებმა დავიდ ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- My Contributions to Science and Society, Ephraim Katchalski-Katzir დაარქივებული 2008-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Ephraim Katzir
- PM Netanyahu eulogizes former President Ephraim Katzir
- Ephraim Katzir (Katchelsky) (1916–2009)
- A vision of a scientific superpower
წინამორბედი: ზალმან შაზარი |
ისრაელის პრეზიდენტი 1973 – 1978 |
შემდეგი: იცხაკ ნავონი |
|
[[კატეგორია::დაბადებული 16 მაისი]]