გურჯაანის სახალხო თეატრი
იერსახე
გურჯაანის სახალხო თეატრი — თეატრი საქართველოში, ქალაქ გურჯაანში 1953-2007 წლებში.
დაარსდა 1953 წელს, როგორც გურჯაანის რკინიგზელთა კლუბის დრამატული წრე. 1956 წელს გადავიდა ახლად გახსნილ სარაიონო კულტურის სახლში და დასს სათავეში ჩაუდგა რეჟისორი იოსებ მებურიშვილი (ხელმძღვანელობდა 1968 წლამდე). პირველ სპექტაკლად წარმოადგინეს ა. ზარდიაშვილის პიესა „ლევან ბატონიშვილი“. 1959 წელს კოლექტივს სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა. 2007 წელს სახალხო თეატრმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 2011 წელს გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში დაარსდა თეატრალური დასი გ. გორხელაშვილის ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.