გურჯაანის ზღუდრის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის ზღუდრის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტუტული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გურჯაანის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე გაურჯისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე.

გადმოცემით თანახმად, ეკლესია 1920-იან წლებში მოსახლეობას დაუნგრევია და ქვა გაუზიდავს. 1990 წელს, ნაეკლესიარის გაწმენდის შედეგად, გამოჩნდა რიყის ქვით ნაგები, დარბაზული ეკლესიის კედლების 0,9 მეტრიანი ნაწილები. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონდა. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი, მინაშენები. ამავე წელს ეკლესიის შემორჩენილ კედლებს ჩაუტარდა კონსერვაცია. კედლების დანგრეული ნაწილები კი, აღადგინეს გეგმის კონტურის შესაბამისად — შემორჩენილი ნაწილების სიმაღლეზე, იგივე მასალით. ჩრდილოეთ მინაშენის ადგილზე ააგეს თავდაპირველ ეკლესიაზე გაცილებით ოატარა დარბაზული ეკლესია და შიგნიდან მოხატეს (არქიტექტორი ნ. მინდორაშვილი, მხატვრები ნ. ბიბილაშვილი და ბ. დარგუაშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]