შინაარსზე გადასვლა

გუდენუსის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდენუსის მღვიმე
Gudenushöhle
გუდენუსის მღვიმე
გუდენუსის მღვიმე
კოორდინატები: 48°26′50″ ჩ. გ. 15°23′45″ ა. გ. / 48.44722° ჩ. გ. 15.39583° ა. გ. / 48.44722; 15.39583
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ტერიტორიული ერთეული ქვემო ავსტრია
აბსოლუტური სიმაღლე 500 მ
სიგრძე 30 მ
გუდენუსის მღვიმე — ავსტრია
გუდენუსის მღვიმე

გუდენუსის მღვიმე (გერმ. Gudenushöhle) — მღვიმე ავსტრიაში. მდებარეობს ქვემო ავსტრიის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. 70 000 წლის წინ იგი ნეანდერტალელთა ხშირი სამოსახლო იყო და დღეს ცენტრალური ევროპის ქვის ხანის უმნიშვნელოვანეს ნამოსახლართა სიაში შედის.

მღვიმე მდებარეობს მდინარე მცირე კრემსის ხეობაში, ცნობილი ვახაუს ხეობის (დუნაი) ჩრდილოეთით. მდინარე მცირე კრემსი მიედინება დუნაისა და დიდ კრემსს შორის და ღრმად იჭრება აქაურ მთიანეთში, რომელიც ვახაუს პარალელურად 800 მეტრის სიმაღლეს აღწევს. მღვიმე მდებარეობს ქალაქ კრემსიდა 15 კილომეტრით დასავლეთით, ჰარტენშტაინის ციხის ქვემოთ, მდინარის ნაპირას არსებულ კლდესთან ახლოს.

გუდენუსის მღვიმე დაახლოებით 5 მეტრი სიმაღლის, დაახლოებით 30 მ სიგრძის და 5 მ სიგანისაა. მღვიმეს ორი დამატება აქვს, ორივე რკალის ფორმით მიედინება. დაახლოებით 70 000 წლის წინ აქ ნეანდერტალელები ნადირობდნენ მღვიმის დათვზე, მამონტზე, ირემზე, ველურ ცხენსა და ბეწვიან მარტორქაზე. მღვიმის ქვედა ფენებზე აღმოჩენილია ხელცულები, საფხეკები და ცხოველთა დამუშავებული ძვლები, რომლებიც მუსტერის კულტურას მიეკუთვნება. შედარებით ზედა ფენებიდან, რომლებიც მადლენის კულტურის ნაწილია (დაახლ. ძვ. წ. 18 000–10 000), გამოვლინდა ძვლისგან დამზადებული სასტვენები. ისინი კამერნში აღმოჩენილ „ძვლის ფლეიტებთან“ ერთად ავსტრიაში აღმოჩენილი უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტებია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]