გრძელი ჭალის ეკლესია
იერსახე
გრძელი ჭალის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრძელ ჭალაში. ამჟამად დანგრეულია და შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდისა და ჩრდილოეთ კედლის, აღმოსავლეთ ნაწილის ფრაგმენტები. ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 397.