გროში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გენუური გროში (გროსო), 1139-1339.

გროში (პოლ. grosz, გერმ. Groschen, ლათ. denarius grossus — „მძიმე მონეტა“) — სხვადასხვა ქვეყნის და დროის მონეტა. პირველად მოიჭრა XII საუკუნეში იტალიაში, ქალაქ გენუაში, მასით — 1,46 გ. თავდაპირველად ის საკმაოდ დიდი ზომის ვერცხლის მონეტა იყო. 1266 წელს გროშის მსგავსი მონეტა („გროტურნუა“) გავრცელდა საფრანგეთის სამეფოში და შემდგომ უკვე ბევრ ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის, ინგლისში. ყველაზე გავრცელებული მონეტა იყო პრაღული გროში, რომელსაც XIV საუკუნის დასაწყისიდან XVI საუკუნის შუა პერიოდამდე ჭრიდნენ ჩეხეთში. ჩეხურის მსგავის გროში გავრცელდა ასევე გერმანიაში, პოლონეთსა და რუსეთში. XVI საუკუნეში გროში ხურდად იქცა და მრავალმა ქვეყანამ ამოიღო ხმარებიდან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918) პოლონეთმა შემოიღო საკუთარი ვალუტა — 1920 წლიდან დაიწყო ზლოტის მოჭრა, რომელიც უდრიდა 100 გროშს. საქართველოში გროში მიმოიქცეოდა ქვეყნის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს და იმდროინდელი რუსული გროში მსგავსად ნახევარკაპიკიანს უტოლდებოდა. გროშს საუბარში ხშირად გადატანითი მნიშვნელობით ხმარობენ („გროშის ფასად“, ე.ი., ძალიან იაფად, თითქმის მუქთად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]