გრიუნენდალი
წარმოშობის ქვეყანა | ბელგია | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
გრიუნენდალი (ფრანგ. Berger belge Groenendael) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ბელგიაში XIX საუკუნეში.
XIX საუკუნის ბოლოს ბელგიაში გამძაფრდა ინტერესი ადგილობრივი ნაგაზების მიმართ და ჯიშების სტაბილიზაციის დასაჩქარებლად დადგინდა სტანდარტები. თავდაპირველად ბელგიაში აღიარეს რვა სტანდარტი, მათ შორის, გრიუნენდალი — ჯიში, რომელიც მიიღო ბრიუსელის მახლობლად მდებარე გრიუნენდალის დასახლებაში მდებარე კაფეს პატრონმა ნიკოლას როზმა. ბელგიური ნაგაზების კლასიფიკაცია ადვილი არ არის, იმიტომ რომ ნაციონალურმა კინოლოგიურმა კლუბებმა ვერაფრით მიაღწიეს შეთანხმებას მათი დასახელებების შესახებ. ბელგიის ვეტერინარული სკოლის პროფესორმა ადოლფ როილმა ჩაატარა ბელგიაში არსებული ყველა ნაგაზის კვლევა და დღესდღეობით ნაციონალურ მასშტაბებში აღიარებული ოთხი სხვადასხვა ჯიში. ბევრ ქვეყანაში კი მათ განიხილავენ, როგორც ერთ ჯიშს — ბელგიური ნაგაზის ნაირსხვაობებს. შეერთებულ შტატებში გრიუნენდალი ბელგიურ ნაგაზად ითვლება, მაშინ როდესაც მალინუა და ტერვიურენი ცალკე ჯიშებად მიიჩნევა, ხოლო ლაკენუა საერთოდ აღიარებული არ არის.
ყველა ამ ძაღლს აქვს ხასიათის მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური თვისებები და ერთმანეთისგან განსხვავებული წვრთნა სჭირდებათ. გრიუნენდალს აქვს წაწვეტებული, სამკუთხა, უხეში, სწორი ყურები, გრძელი დრუნჩი, გრძელი ბალნით დაფარული საშუალო ზომის კუდი. გრძელი, გლუვი ბალანი განსაკუთრებით ხშირია მხრებზე, კისერზე და მკერდზე. პატარა თვალებს ყურადღებიანი გამოხედვა ახასიათებთ. გრიუნენდალი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ადვილად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიუნენდალი დაარქივებული 2014-10-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)