შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ჩიგოგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ჩიგოგიძე (დ. 18 სექტემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ხელოვნების მუშაკი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2021).

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.

თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის" ხელმღვანელი 1975 წლიდან. თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასთან როგორც რეჟისორი, ოპერატორი და ჟურნალისტი. ხელმძღვანელობდა გადაცემა„რამპა“. მუშაობს ნორჩ კინომოყვარულებთან. 1979 წელს დააფუძნა კინომომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]