გრიგოლ ლოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ მათეს ძე ლოლაძე (დ. 11 აპრილი, 1911, გორი, რუსეთის იმპერია — გ. 5 აგვისტო, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1930-1939 წლებში მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მეტეოროლოგიის ქსელის და თბილისის ობსერვატორიის გამგედ, 1964 წელს მუშაობდა მაღალმთიანი მეტეოსადგურების უფროსად. ამავე წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა ისტორიის ეროვნული ასოციაციის სწავლულ მდივნად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება საქართველოში მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განვითარების ისტორიას.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, გდრ-ის ოქროს, შილერის ბრინჯაოს, კოპერნიკის ბრინჯაოს (პოლონეთი) მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]