გრიგოლ ბაბილოძე
იერსახე
| გრიგოლ ბაბილოძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1908 თხინვალი |
| გარდაცვალების თარიღი |
15 ივნისი, 1981 ბათუმი |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | პედაგოგი |
| საქმიანობა | პედაგოგი[1] |
| მშობლები | მამა: ალექსი ბაბილოძე |
| პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958) | |
გრიგოლ ბაბილოძე (დ. 8 აპრილი, 1908, სოფ. თხინვალი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 15 ივნისი, 1981, ბათუმი) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1962–1974). ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების აჭარის განყოფილებას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიის დარგში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიბილეიშვილი ი., მესხია ვ., გრიგოლ ბაბილოძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), ბათ., 1984;
- გურგენიძე დ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 313, თბ., 1997
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.