გრიგალი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგალი (მრავალმნიშვნელოვანი).

„გრიგალი“ — ქართული ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთი; გამოდიოდა 1906 წელს თბილისში, გაზეთ „ჩვენი ცხოვრების“ ნაცვლად. გაზეთში უმთავრესად იბეჭდებოდა პოლიტიკური სტატიები და მიმოხილვები. თანამშრომლობდნენ ლევან ნათაძე, ნატალია აზიანი (დონდაროვა), დავით ონიაშვილი, აკაკი ჩხენკელი, ჭოლა ლომთათიძე და სხვები. რედაქტორ-გამომცემელი — ერასტო ჩანტლაძე. № 16-ის შემდეგ გაზეთი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. შეცვალა გაზეთმა „ტალღა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]