ტალღა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტალღა (მრავალმნიშვნელოვანი).

ტალღაქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1906 წელს გაზეთ „სიმართლის“ ნაცვლად. 1905 წლის 30 ივლისიდან 6 დეკემბრამდე რედაქტორ-გამომცემლები: ი. კარგარეთელი, ი. ოტიაშვილი. გაზეთში იბეჭდებოდა წერილები, სტატიები, ლექსები, მოთხრობები და თარგმანები. „ტალღის“ გამოცემა შეწყდა მთავრობის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]