გრემის ნაქალაქარის მეოთხე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრემის ნაქალაქარის ეკლესია.

გრემის ნაქალაქარის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გრემის ნაქალაქარის სავაჭრო უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, მთის ფერდობზე. იგი თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით, რომელთა წყობაც არის ტლანქი. შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთით არის ნახევარწრიული აფსიდი, რომლის ღერძზეც არის სწორკუთხა სარკმელი, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნიშა მდებარეობს. ერთი სწორკუთხა ნიშა ასევე არის ჩრდილოეთ კედელშიც. აფსიდი გადახურულია ტლანქად ნაწყობი არაწესიერი ფორმის კონქით. კონქის თავი არის მოისრული და ასეთივე ფორმისაა კამარაც. დასავლეთ კედელში, შესასვლელის ზემოთ, არის სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დადგმულია მასიური და ტლანქად ნაგები სამრეკლო, რომლის უმეტესი ნაწილი ნატეხი ქვის არის, დანარჩენი კი-აგურის. სამრეკლოს ოთხოვე კუთხეში არის თითო ვიწრო, შეისრული თაღოთ გადახურული ღიობი. სამრეკლოს პირამიდული ფორმის სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]