შინაარსზე გადასვლა

გოჭალა (ორაგულისებრთა გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჭალა

მამალი არქტიკული გოჭალა (Salvelinus alpinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Salvelinus (Richardson, 1836)

გოჭალა[1] (ლათ. Salvelinus) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 14-დან 110 სმ-მდეა, მასა 30 გრამიდან 15 კგ-მდე. სხეულზე მკვეთრი ლაქებია: ნარინჯისფერი, წითელი ან თეთრი; ქერცლი წვრილია. პირი დიდი. გვარის სახეობრივი შემადგენლობა ზუსტად განსაზღვრული არ არის; გამსვლელი და მტკნარი წყლის ფორმებია, ბინადრობენ ატლანტის, ჩრდილოეთის ყინულოვანი და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის აუზების წყალსატევებში; განირჩევიან გარეგნობით, შეფერილობითა და ცხოვრების ნირით. გოჭალებს მიეკუთვნება არქტიკული გოჭალა (S. alpinus), ამერიკული ტბის პალია (S. namaycush), კუნჯა (S. leucomaenis), მალმა (S. malma), პალიები. გოჭალები ჩრდილოეთის ეკოსისტემის ტიპური წარმომადგენლებია, მგრძნობიარენი არიან წყლის დაბინძურების მიმართ და მისი სისუფთავის ინდიკატორებს წარმოადგენენ.[2]

ქართულად „გოჭალა“ ასევე ეწოდება კობრისნაირთა რიგის გოჭალასებრთა ოჯახის (Nemacheilidae) თევზებს.

შენიშვნა: ზოგიერთი სახეობა მეორდება
ცენტრალური ევროპა
Salvelinus killinensis, შოტლანდია
ბრიტანეთის კუნძულები

შოტლანდია და მიმდებარე კუნძულები:

Salvelinus alpinus, Salvelinus colii და Salvelinus grayi

ინგლისი და უელსი:

ირლანდია:

ჩრდილოეთი ევროპა

ისლანდია ატლანტის ოკეანის კუნძულები:

ფენოსკანდინავია და ჩრდილო-დასავლეთი რუსეთი:

არქტიკული აუზი
Salvelinus leucomaenis
წყნარი ოკეანის აუზი
Salvelinus fontinalis
Salvelinus malma
Salvelinus namaycush
ატლანტის ოკეანის აუზი
წყნარი ოკეანისა და არქტიკული აუზი
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 93, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Гольцы // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 373.