გოჩა მირცხულავა
| გოჩა მირცხულავა | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1965 სენაკი |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ჟურნალისტი |
| ჯილდოები | შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი[1] |
გოჩა მირცხულავა (დ. 22 თებერვალი, 1965) — ქართველი ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, გამომცემელი, პოლიტიკური კონსულტანტი, საეკლესიო საკითხების მკვლევარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1965 წლის 22 თებერვალი. სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, საქართველოს ჰუმანიტარული ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. 2005 წელს დააფუძნა ახალი ამბების სააგენტო GHN და იყო მისი გენერალური დირექტორი 2005-2016 წლებში[2]. 2012-2016 წლებში EANA წევრი[3]. 2019 წელს ტელეკომპანია „იბერია“-ს გადაცემა „ღამის გაბიტი“-ს წამყვანი. 2010-2011 წლებში Bsanna-ს (The Black Sea Association of National News Agencies) პრეზიდენტი[4][5]
2015 წლიდან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი. არის გაზეთის „პრემიერი“ და ჟურნალის „გაიცანი საქართველო“ გამომცემელი. ასევე, ინტერნეტ ანალიტიკური გამოცემის Nation მთავარი რედაქტორი.
2024 წელს გეგე დადიანის ფსევდონიმით გამოსცა პოლიტიკური რომანი „საშიში იდეალისტები“[6]