გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი)
Jump to navigation Jump to search

გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რესპუბლიკური დაქვემდებარების II ჯგუფის ერთ-ერთი სათავო მუზეუმი. დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48100-ზე მეტი ექსპონანტი. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ასეთია: მიწათმოქმედების (ხორბლეულისა და მევენახეობის კულტურები), მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე. ასევე უნიკალურია ვერცხლის კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში), დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი (XV ს.), ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე. მნიშვნელოვანია ქართულ ხელნაწერების, ნივთიერი მასალების კოლექციები და მდიდარი ფოტოარქივი. მისი ფილიალებია: ერისთავ-ხოშტარიას სახელობის მუზეუმი სოფ. მეჯვრისხევში, ნ. ლომოურისა სოფ. არბოში და თ. რაზიკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი სოფ. ხელთუბანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]