გორისციხის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორისციხის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ გორისციხის აღმოსავლეთით, მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე, განმარტოებით მდგარ მაღალ კლდეზე. თარიღდება XVII საუკუნით. კოშკის გეგმა თითქმის კვადრატულია (6,1x7,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. გარე კედლების წყობაში გამოყენებულია ტლანქლად დამუშავებული ქვა, რომელიც გარკვეულწილად სწორ ჰორიზონტალურ რიგს ქმნის. შემორჩენილია პირველი სართული, შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია. კედლებში 8 ცალმაგი სათოფურია მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]