გორისფერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გორისფერდი
Gorisperdi 1.jpg

გორისფერდის ეკლესიის ნანგრევები

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
რაიონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა შემოქმედი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა შემოქმედის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია

გორისფერდი, გორისგვერდი — მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ შემოქმედში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორისფერდის ეკლესია მდებარეობს შემოქმედის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, მაღალ ბორცვზე, მდინარე აკიშას მარჯვენა სანაპიროზე. ბორცვი ერთიან კლდოვან მასას წარმოადგენს და ძალზე ძნელი მისადგომია. ბორცვი შემოზღუდული იყო ქვის გალავნით. გალავნის შიგა ტერიტორია 700-მდე კვადრატული მეტრი ფართობისაა.

ეკლესიიდან ორი კილომეტრის დაცილებით იყო ქვის სამტეხლო, სადაც მრავლად მოიპოვება ფეუზიური ქანი, მომწვანო-ნაცრისფერი პორფირიტი, რომლითაც აგებულია არა მხოლოდ გორისფერდი და შემოქმედის ეკლესია, არამედ გურიის მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებიც.

ისტორია და არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. იგი წმინდა გიორგის სახელობის იყო. გორისფერდის სამრევლოში 45-დან 60-მდე კომლი შედიოდა. გორისფერდის ეკლესიის ნანგრევებს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე შემოქმედის მონასტრის აღწერისას, მაგრამ მას პირადად არ მოუნახულებია და აღუწერია გორისფერდის ნაშთები.

ეკლესია თავდაპირველად ქვით იყო აგებული. ნანგრევების მიხედვით, ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო, ლამაზი რელიეფებითა და ორნამენტებით შეკრული. 1897 წელს კი აქ უკვე ხის ეკლესია იდგა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ეკლესიის სამლოცველოს ჰქონდა ხუთწახნაგოვანი აფსიდი. იატაკი მოპირკეთებული იყო ლურჯი ფერის ბრტყელი ქვებით. ნანგრევებზე დაყრდნობით ექვთიმე თაყაიშვილი ასკვნიდა რომ ტაძარი თავდაპირველად გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. ნანგრევებში ყურადრებას იპყრობს მაღალი ტექნიკური ხერხებითა და ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმათა წნულები და ორნამენტები, რომლითაც შესრულებულია ტაძრის ფრიზები, კაპიტელები, სვეტის ტავები, ფრონტონის ნაშთები და გუმბათის ყელები. ამ ქვებით თაყაიშვილი ვარაუდობდა, რომ გორისფერდის ეკლესია არქიტექტურით შემოქმედისაზე წინ იდგა და საუკეთესო იყო მთელ გურიაში.

ეკლესიის ირგვლივ იყო მასიური და ბრტყელი ჯვრიანი ქვებით დახურული ძველი სამარხები. შემორჩენილია იატაკი და კუთხის ქვები. გორისფერდის ეკლესიის გადარჩენილი ქვები დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.

ლეგენდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორისფედთან დაკავშირებით არსებობს ძველ საქართველოში პოპულაურლი ლეგენდა, რომლის სიუჟეტი ხუროთმოძღვრისთვის მარჯვენა ხელის მოჭრაზეა აგებული. ლეგენდა იმაში მდგომარეობს, რომ ოსტატი და მისი შეგირდი ერთროულად ორ ეკლესიას აშენბდნენ. ოსტატი შემოქმედის ეკლესიას, ხოლო შეგირდი - გორისფერდისას. რაკიღა შეგირდის ნამუშევარმა ოსტატისას აჯობა, განაწყენებულმა ოსტატმა შეგირდს მარჯვენა ხელი მოჭრა. ასეთივე ლეგენდა არსებობს აკეთის მაცხოვარისა და ოქონას აშენების შესახებ.

არსებობს მეორე ლეგენდაც, რომლის მიხედვით შემოქმედისა და გორისფერდის ტაძრები ერთდროულად შენდებოდა. ოსტატი შემოქმედის ეკლესიას, ხოლო შეგირდი - გორისფერდისას აგებდა. ოსტატი რომ ერთ ქვას აღმართავდა, შეგირდსაც იგივე უნდა გაემეორებინა, მაგრამ შეგირდმა გადაწყვიტა ოსტატი დაეჯაბნა და უფრო სწრაფაად დაიწყო შენება. ამის გამო გორისფერდის ეკლესია უფრო ადრე აშენდა, ვიდრე შემოქმედისა. ოსტატმა დაწყევლა შეგირდი. სიჩქარით ნაშენი ეკლესია დაინგრა: „გორისფერდი ინგრეოდა, შემოქმედი შენდებოდა“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეა ქართველიშვილი, გურიის საეპისკოპოსოები, გვ. 71, 79 — თბილისი, „არტანუჯი“, 2006, ISBN 99940-11-89-8
  • «ძეგლის მეგობარი», №. 10-11, გვ. თავაძე გ., თბ., 1967 წელი.
  • ენვერ გოგუაძე, გორისფერდის ეკლესია // ლენინის დროშა, N41, გვ. 3 — 1979 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]