გონაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
გონაბადი
گناباد
დროშა
ირანის დროშა ირანი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
კოორდინატები 34°21′10″ ჩ. გ. 58°41′01″ ა. გ. / 34.35278° ჩ. გ. 58.68361° ა. გ. / 34.35278; 58.68361
ადრეული სახელები ჯანაბადი
ცენტრის სიმაღლე 1095 მეტრი
მოსახლეობა 40,773 (2016 წ.) კაცი
გონაბადი — ირანი
გონაბადი

გონაბადი (სპარს. گناباد, რომანიზ. Gonābād) —ქალაქი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასან-რეზავის ოსტანში (სპარს. استان خراسان رضوی) შაჰრესტან გონაბადის ადმინისტრაციული ცენტრი.  2006 წელს  ქალაქის მოსახლეობა 34 563 ადამიანს (9 789 ოჯახს) შეადგენდა. ქალაქი სახელგანთქმულია მიწისქვეშა ჰიდრავლიკური კიარიზის (სპარს.قنات‎) სისტემით,  ცნობილი დერვიშების  სუფიური ორდენის ნემატოლაჰის სასაფლაო მდებარეობს გონაბადის ბიდხოთის  (სპარს. بيدخت‎) გარეუბანში. [1][2]

გონაბადი  ზაფრანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ირანში. ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოჰყავთ ყურძენი, ფსტა და ბროწეული. [3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი სპარსელი პოეტის ფირდოუსის პოემა შაჰნამეში აღწერილია „12 გმირის“ ბრძოლა ირანსა და თურანს შორის, რომელიც გაიმართა ანტიკური ქალაქის —ზიბადის (ახლანდელი სოფელი გონაბადის სამხრეთ-დასავლეთით) მიდამოებში.[5]

კიარიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონაბადის კიარიზი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ძველი კიარიზები მდებარეობს გონაბადში. ისინი აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700— 500 წლებში. ქალაქში აღმოჩენილია კერამიკული ფრაგმენტები, კედლები, ქიმიოგენური დანალექები, რამაც UNESCO– ს საშუალება მისცა გადაემოწმებინა კიარიზების ნამდვილობა, მთლიანობა და  2007 წელს ისინი შეეტანა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  შექმნიდან დაახლოებით 2700 წლის შემდეგ, კიარიზები თითქმის 40 000 ადამიანს მაინც აწვდის სასმელ წყალს და წყალს სოფლის მეურნეობისთვის.

გონაბადის კიარზების სიგრძეა 33 113 მეტრი, მათში  427 წყლის ჭაბურღილია, რომელთა აგებისას გამოიყენეს ფიზიკის, გეოლოგიის და ჰიდრავლიკის მეცნიერული კანონები. კიარიზები საშუალებას აძლევს მიმდებარე დასახლებების მოსახლეობას თავი გაიტანონ უწყლობისა და მწირი ნალექების პირობებში.

კიარიზების გარდა, აღსანიშნავია ურუნის, მუნას, ჩანაკასა და შირინის მსგავსი ჰიდრავლიკური სისტემები.

ისტორიული ადგილები, არტეფაქტები და ტურისტული ღირსშესანიშნაობანი[6][7]

ფორუდის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორუდის ციხე არის ისტორიული ციხე, რომელიც მდებარეობს გონაბადის ოლქში, რაზოვის ხორასნის პროვინციაში. აიგო  პართიის იმპერიის პერიოდში.

ზიბადის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყლის საათი - ზიბადი
ზიბადი-გონაბადი

ზიბადის ციხე— ზიბადის  ოთხი ისტორიული ძეგლიდან ერთ – ერთია.  2001 წელს ციხე დარეგისტრირდა, როგორც ირანის ეროვნული საგანძური, რომელიც ასოცირდება წინაისლამური ირანის ისტორიასთან.  იგი მდებარეობს ზიბადის საცხოვრებელ უბანში, ქალაქ გონაბადის კახკის რაიონში.

ზიბადის ციხის გარდა, ასევე არსებობს სამეფო ზიბადის ციხე, რომელიც  2002 წელს დაარეგისტრირეს შახაბის ციხის სახელწოდებით.

გონაბადის ჯუმა მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონაბადის ჯუმა მეჩეთი

გონაბადის ჯუმა მეჩეთი ( სპარს: مسجد جامع گناباد‎ -გონაბადის დიდი მეჩეთიხორეზმის  ეპოქის ერთ-ერთი ფასდაუდებელი ძეგლი და ხორასან რაზავის პროვინციის ერთ-ერთი ისტორიული შედევრია. იგი დათარიღებულია რვა საუკუნეზე მეტი ხნის წინ. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ქუფიური წარწერები  და აგურზე ნამუშევრები კიბლას ფრთაზე. წარწერის  ბოლოს მეჩეთის მშენებლობის თარიღი დაწერილია ქუფიურ ენაზე ჰიჯრით  609 წელს, რაც 1212-ის ტოლია. არსებული მტკიცებულებების თანახმად, გონაბადის მეჩეთის ამჟამინდელ შენობას რამდენიმე ნაგებობა  სავარაუდოდ ილხანების ხანაში დაემატა.[8][9]

სულთანის მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულთან მოჰამად ბენ ჰეიდარ მოჰამედი, ცნობილი როგორც "სულთან ალი შაჰი", იყო ცნობილი გნოსტიკოსი და  გონაბადის დერვიშების დინასტიის ფუძემდებელი, ჰიჯრით მე-13  საუკუნის მეორე ნახევრისა და მე -14 საუკუნის პირველი მეოთხედის მეცნიერი.

მავზოლეუმის შენობას  ოთხი მხრიდან ოთხი მინარეთი  აქვს, ოთხი შესასვლელი, ერთი საათის კოშკი, პორტიკი და პალატა, სადაც მდებარეობს საფლავი და ოთხი მოჩუქურთმებული კარი. ამ სტრუქტურის დამფუძნებელი იყო ჰაჯი სულთან ჰოსეინ ტაბანდეჰ რეზა ალი შაჰი, ხოლო ქვის მთლელი —ჰაჯი მუჰამედ იბრაჰიმ ბიდოტი. მავზოლეუმის ცენტრში ორი საფლავის ქვაა განთავსებული:  ერთი ეკუთვნის ჰაჯი შეიხ მაჰმად ჰასან სალეჰ ალი შაჰს, ხოლო მეორე— დიდ გნოსტიკოს სულთან მუჰამედ ალი შაჰს. სულთან ალი შაჰის საფლავის ქვა ოსტა აბდოლვალმა ამოტვიფრა, ხოლო სალეჰ ალი შაჰის საფლავის ქვა— ქოლამ ჰოსეინ ისფაჰანმა.

გონაბადის ცეცხლის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა გონაბადის ცეცხლის ტაძარი, რომელიც მდებარეობს გონაბადის სამხრეთით 24 კმ-ზე ქალაქ კახაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Statistical Center of Iran > Home".
  2. Gonabad can be found at GEOnet Names Server, at this link, by opening the Advanced Search box, entering "-3064774" in the "Unique Feature Id" form, and clicking on "Search Database".
  3. "Census of the Islamic Republic of Iran, 1385 (2006)" (Excel). Statistical Center of Iran. Archived from the original on 2011-11-11.
  4. Esfandiari, Golnaz (12 October 2006) "Iran: Local Authorities Try To Evict Sufi Leader" Radio Free Europe
  5. ""گناباد" نگین گردشگری خراسان رضوی؛ از قنات تاریخی تا روستا‌های بوم‌گردی+فیلم". *სპარს.)Tasnim News Agency. Retrieved 8 March 2021.
  6. Qanats of Gonabad-World Heritage
  7. The Persian Qanat
  8. "Jameh Mosque – Gonabad". travital.com. Retrieved 31 July 2019.
  9. "Jameh Mosque, Gonabad". en.tripyar.com. Retrieved 31 July 2019.