გომართა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომართა — ძველი ნასოფლარი ფრონის ხეობაში, სოფელ ვახტანადან (თიღვის მუნიციპალიტეტი) 10 კმ-ზე, ქართლ-იმერეთის საზღვარზე.

აქ გადიოდა კორბოულისა და ჭიათურისაკენ მიმავალი გზა. ვახუშტი ბატონიშვილი დაცარიელებულ სოფლად მოიხსენიებს. ნასოფლარის მახლობლად, მაღალი მთის თავზე, შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევი. ნაგებია კლდის ქვით, ურევია აგურიც. შესასვლელი სამხრიდან აქვს. ინტერიერში აგურის კანკელია. შელესილი კედლები მოხატული იყო, რომლის ფრაგმენტებიც აქა-იქ არის შემორჩენილი. გადახურული იყო ქვა-ფიქალით. მოხატულობის მიხედვით ძეგლი თარიღდება XV-XVI საუკუნეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 88.
  • მაკალათია ს., „ფრონის ხეობა“, თბ., 1963.