გობისცხვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გობისცხვირა
Prunella-vulgaris.jpg
Prunella vulgaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Prunella L., (1753)

გობისცხვირა (ლათ. Prunella) — მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახებია. აქვთ საპირისპიროდ განლაგებული მთლიანი ან დაკბილული, ზოგჯერ განკვეთილი ფოთლები, ჩხროებად შეკრებილი იისფერი, თეთრი ან მოყვითალო ყვავილები, რომლებიც თავის მხრივ კენწრულ თავთავისებრ ყვავილედად.

ევროპაში ველურად იზრდება გობისცხვირას 15 სახეობა. ყირიმსა და კავკასიაში — 3 სახეობაა; საქართველოშიც 3 სახეობა გვხვდება, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული. მათგან P. grandiflora მხოლოდ ქართლსა და აჭარაში იზრდება, ხოლო P. vulgaris და P. laciniata — თითქმის მთელ ქვეყანაში. პირველი გვხვდება ტყეებში და ტყის პირას, ბუჩქნარებში, სუბალპურ მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე და გზის პირას, ხოლო როგორც სარეველა – ნათესებში; მეორე იზრდება მდელოებზე, ტყის პირას. თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]