გლოლის ლოდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლოლის ლოდებიერატიკული ლოდები საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ გლოლის მიდამოებში, მდინარეების ბოყოსწყლისა და ჭანჭახის შესართავთან, ზღვის დონიდან 1300–1400 მ სიმაღლეზე.[1] წარმოადგენს მყინვარის მიერ მთავარი ქედიდან ჩამოზიდულ გრანიტულ ლოდებს, რომელთა გადაადგილების დრო უკავშირდება უკანასკნელ ან უკანასკნელისწინა დიდ გამყინვარებას. ორი უდიდესი მათგანის განზომილებებია: 11x13x12 და 18x10x12 მ.[1] პირველი მათგანი მოსახლის ეზოშია. ლოდები ჩამოტანილია ბოყოს ხეობის ძველი მყინვარის მიერ. იგი ორსართულიანი სახლის ოდენაა. ნაკლები სიდიდის ერატიკული ლოდები მდინარე ჭანჭახის ხეობაში ზემოთ და ქვემოთაც არის, საგლოლოს ხიდსა და კურორტ შოვს შორის. გლოლის ლოდები შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
  2. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014