გლობუსი (თეატრი)
გლობუსი (ინგლ. Globe Theatre) — წარმოადგენდა თეატრს ლონდონში, რომელიც უილიამ შექსპირთან ასოცირდებოდა. ის ააშენეს 1599 წელს, შექსპირის მოთამაშეთა კომპანიის (Shakespeare's playing company), ლორდ ჩემბერლენის მოთამაშეთა კომპანიის (Lord Chamberlain's Men), მიწის მფლობელი თომას ბრენდისა და მისი მემკვიდრის ნიკოლას ბრენდის, ასევე თომას ბრენდის შვილიშვილის სერ მეთიუ ბრენდის მიერ. 1613 წლის 29 ივნისს სპექტაკლ „ჰენრი VIII-ს“ წარმოდგენისას ყუმბართმტყორცნის გავარდნის გამო თეატრი საძირკვლამდე დაიწვა[1]. 1614 წლის ივნისში, იმავე ადგილას, ააშენეს მეორე გლობუსის თეატრი, თუმცა შემდგომ 1642 წელს ის დაიკეტა, ხოლო დაახლოებით 1644 წლისთვის საერთოდ დაანგრიეს[2].
გლობუსის თეატრის თანამედროვე რეკონსტრუქცია, რომელსაც შექსპირის გლობუსად მოიხსენიებენ, გაიხსნა 1997 წელს, ორიგინალი თეატრის ადგილიდან დაახლოებით 230 მეტრში[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nagler 1958, p. 8.
- ↑ Encyclopædia Britannica 1998 edition.
- ↑ Measured using Google earth