კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია (ბერძ. Εθνική Οργάνωσις Κυπρίων Αγωνιστών) — კვიპროსელი ბერძნების ორგანიზაცია. დაარსდა 1950-იანი წლების შუა ხანებში. ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი იყო ბრიტანელების განდევნა ქვეყნიდან და კვიპროსის საბერძნეთთან შეერთება (ენოზისი). 1950 წელს გაიმართა პლებისციტი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა თურქულმა თემმა. პლებისციტის მიხედით ამომრჩეველთა 98 %-მა ხმა მისცა ენოზისს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო საბერძნეთის არმიის გენერალი გეორგიოს გრივასი. ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1959 წელს გამოაცხადა. 1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თვალსაზრისით ორგანიზაციამ ერთ-ერთ მიზანს მიაღწია, ბრიტანელები განდევნა ქვეყნიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]