გიორგი შენგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.
გიორგი დავითის ძე შენგელია
Shengelia.jpg
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1908
დაბადების ადგილი კულაში, სამტრედია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1981 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სამხედრო სამსახურის წლები 1928-1932; 1941-1945
წოდება მაიორი
ბრძოლები/ომები მმო

გიორგი დავითის ძე შენგელია (დ. 24 აპრილი, 1908 — გ. 22 დეკემბერი, 1981) — საბჭოთა სამხედრო პირი და მაიორი. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში, ამ პერიოდში მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ხერსონის განთავისუფლებისა და მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის. 1967 წელს მიენიჭა ქალაქ ხერსონის საპატიო მოქალაქის წოდება. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი შენგელია დაიბადა 1908 წლის 24 აპრილს, 1926 წელს დაამთავრა სკოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1928-1932 წლებში ირიცხებოდა წითელ არმიაში. მსახურობდა საქართველოს მე-2 მსროლელ პოლკში, ქალაქ ბათუმში. 1932 წელს გახდა სკკპ-ს წევრი. 1939 წელს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება, 1940 წელს კი — უფროსი პოლიტხელის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1945 წელს მაიორი გიორგი შენგელია სამსახურიდან გადადგა. გარდაიცვალა 1983 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ თბილისში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 716, თბ., 1986 წელი.
  • Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1988. — Т. 2 /Любов — Ящук/. — 863 с. — 100 000 экз. — ISBN 5-203-00536-2.
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тбилиси, 1981. стр. 361—362.
  • Герои твои, Херсонщина. Симферополь, 1980. стр. 267—268.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]