გიორგი ორბელიანი (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.
გიორგი ორბელიანი
დაბადების თარიღი 1818
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია

გიორგი ორბელიანიქართველი პოეტი, მთარგმნელი და „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ორბელიანი დაიბადა 1818 წელს. 1862-1863 წწ. ცხოვრობდა ქუთაისში, 70-იანი წლებიდან თბილისში. დაახლოებული იყო თანამედროვე მოწინავე ადამიანებთან. მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ საქმეებშიც. 1879 წელს გიორგი იყო საადგილმამულო ბანკის შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსი „ჰე, საყვარელო..“ გამოქვეყნდა 1852 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 60-70-იან წწ. პოეტის სატრფიალო და პატრიოტული ლექსები ქვეყნდებოდა „მნათობსა“ და „ცისკარში“. თარგმნილი აქვს კრილოვის „მელა და ყურძენი“ (1863), ბერანჟეს „შეგირდი“, „ბებია“, ბაირონის „სიბნელე“.