გიორგი მერკვილაძე (სპორტსმენი)
გიორგი მერკვილაძე (დ. 1 აგვისტო, 1898, შილდა — გ. 1987) — ქართველი სპორტსმენი, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი, საქართველოს სსრ-ის ფიზკულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1921-1925 წლებში იყო ქართული დივიზიის ინსპექტორი სპორტში. 1921-1987 წლებში მუშაობდა განათლების სისტემის ორგანოებში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში უმაღლესი სპორტული განათლების, სპორტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და, განსაკუთრებით, ბავშვთა შორის სპორტული მუშაობის ორგანიზაციისა და ფართოდ გაშლის საქმეში. 1933 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ფიზკულტურის ფაკულტეტი; მისი თაოსნობით 1934 წელს თბილისში გაიხსნა სსრკ-ში პირველი სპორტული სკოლა. მისი სახელი ეწოდა მის მიერ დაარსებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს.
ავტორია თხზულებებისა „ქართული მოძრავი თამაშობანი“ (1922), „ფიზიკური კულტურის მეთოდიკის საკითხები დაწყებით სკოლაში“ (1949), „ფიზიკური აღზრდა დაწყებიით კლასებში“ (1980).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 661, თბ., 2002 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 589.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გაჩეჩილაძე, თ. გიორგი მერკვილაძე 80 წლისაა. აზრისა და საქმის კაცი // „ლელო“, 10 დეკემბერი, 1978, № 241 (6296), გვ. 3, ISSN 2233-3827.