გიორგი თუმანიშვილი (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.
გიორგი თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 1774
გარდაცვალების თარიღი 1837
საქმიანობა პოეტი, მწიგნობარი და კალიგრაფი
ენა ქართული ენა

გიორგი ეგნატეს ძე თუმანიშვილი (დ. 1774 ― გ. 1837) — ქართველი პოეტი და მწიგნობარი. 1790-იდან იყო ჯერ ერეკლე II-ის, მერე გიორგი XII-ის მდივან-მწიგნობარი. მოგვიანებით იყო რუსეთის სახელმწიფო სამსახურში, 1820 წელს მიიღო სტატსკი სოვეტნიკის ჩინი. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის ძეგლთა შეკრებისა და გამრავლების საქმეში. მისი დავალებით გადაიწერა მრავალი ქართული ხელნაწერი. თვითონაც კალიგრაფი იყო. თუმანიშვილი ბესიკისა და საიათნოვას პოეტური სკოლის მიმდევარია. იგი არის აგრეთვე „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ინტერპოლატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 3, თბ., 1952