გიორგი გოგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგელია.

გიორგი (კომანდო) ილიას ძე გოგელია (დ. 6 სექტემბერი, 1878, ოზურგეთი — გ. 21 დეკემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი, ანარქისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი[1], შემდეგ ქუთაისის საულიერო სემინარია. 1897 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, შევიდა ქ. ნანსის აგრონომიულ სასწავლებელში, შემდეგ ლოზანაში (შვეიცარია) დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. სწავლას მოწყურებულიახალგაზრდა არც ამას სჯერდება და ჯენევის უმაღლეს სასწავლებელში ისმენს ლექციების კურსს ქიმიაში. უცხოეთში იგი დიდი რევოლუიცური წრეების მონაწილეა და პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის, აარსებს რუსი ანარქისტების ორგანიზებულ ჯგუფს. თავის მეუღლესთან ერთად, ჟენევაში რედაქტორობას ანარქისტების პარტიულ ორგანოს „Хлеб и воля“, რომელშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი ანარქისტები პეტრე კროპოტკინი, ვარლამ ჩერქეზიშვილი და ლუიჯი ბერტონი. რუსეთის პირველი რევოლუციის დროიდან კ. გოგელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა ანარქისტებს შორის და ქედან მოყოლებული, თებერვლის რევოლუციამდე რედაქტორობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობს მიტინგებსა და დისკუსიებში, კითხულობს ლექციებს. 1905 წლის რევოლუციის დროს ჩამოდის სამშობლოში, სოხუმსა და თბილისში ეწევა რევოლუციურ პროპაგანდას, რედაქტორობს „ნობათს“ და „მუშას“. მაგრამ მალე მთავრობისაგან დევნილი ისევ ევროპას აფარებს თავს — ჯერ შვეიცარიაშია, შემდეგ საფრანგეთში. კ. გოგელია ინგლისში უკავშირდება პ. კროპოტკინსა და ვ. ჩერქეზიშვილს, აქვეყნებს შრომებს; მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „როგორ და რისგან განვითარდა რევოლუციონერული სინდიკალიზმი?“, პ. კროპოტკინის წინასიტყვაობით. აქვე უნდა ითქვას ის, რომ კროპოტკინი და მისი ქართველი მიმდევრების შეხედულებები გაარიტიკა ი. სტალინმა თავის თხზულებაში „ანარქიზმი თუ სოციალიზმი?“.

1921 წელს კომანდო გოგელია მძიმე ავადმყოფი ჩამოდის საქართველოში. ცხოვრობს ჯერ ქუთაისში, შემდეგ ქობულეთში, სიცოცხლე დაასრულა ფსიქიატრულ საავადმყოფოში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“,გვ. 106, თბ., 1994

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [www.petergen.com/bovkalo/duhov/ozurgetdu.html Выпускники Озургетского духовного училища]