გიორგი გიორგიძე
იერსახე
გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე (დ. 17 ოქტომბერი, 1889, თბილისი — გ. 26 თებერვალი, 1974, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, ბიბლიოთეკარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1915 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1916-1937 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და საბიბლიოთეკო მოღვაწეობას. 1938 წელს მუშაობა დაიწყო ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის პირველი გამგე და ბიბლიოთეკის გამგე; 1970 წელს შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის – „საბავშვო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია“; მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბიბლიოთეკის დაარსებაში, როგორც პირველი ფონდის დამკომპლექტებელი და დირექტორი. ამავე ბიბლიოთეკას გადასცა საკმაოდ მდიდარი პირადი ბიბლიოთეკა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გიორგიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 33.