შინაარსზე გადასვლა

გიოდექის მინარეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიოდექის მინარეთი
აზერ. Gödək minarə
მდებარეობა შეკი, აზერბაიჯანი
ტიპი კვარტლის მეჩეთი
სტილი ისლამური არქიტექტურა

გიოდექის მინარეთი (აზერ. Gödək minarə) — მეჩეთი მინარეთით. მდებარეობს იუხარი-ბაშის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ქალაქ შაქიში (აზერბაიჯანი). აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ განკარგულების თანახმად, წარმოადგენს „ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ ძეგლს“.[1] მეჩეთი და მინარეთი აშენდა XIX საუკუნეში.[2] ბოლო პერიოდამდე მეჩეთის შენობაში ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. შემდგომ საბავშვო ბაღი სხვა შენობაში იქნა გადატანილი, ხოლო გიოდექის მინარეთი გარემონტდა.

  1. Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Nazirlər Kabinetinin Qərarı (Распоряжение Кабинета Министров Азербайджанской Республики об исторических и культурных памятниках) (აზერბაიჯანული)
  2. Саламзаде А. Р., Мамед-заде К. М. Архитектурные памятники Шеки / Под ред. М. А. Усейнова. — Б.: Элм, 1987. — С. 61. — 140 с.