შინაარსზე გადასვლა

გიიომ ტირელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიიომ ტირელისა და მისი ორი ცოლის აკლდამა.

გიიომ ტირელი (Guillaume Tirel; დ. დაახ. 1310, პორტ-ოდემერი — გ. 1395), საფრანგეთის კარის მზარეული ვალუას პირველი მეფისა და ასწლიანი ომის პერიოდში. მისი პირველი თანამდებობა სამზარეულოს შეგირდი (enfent de cuisine) იყო დედოფალი ჟან დ’ევროს კარზე. 1326 წლიდან ის უკვე ფილიპ VI-ის მთავარი შეფია. 1347 წელს მან უკვე აზნაურის წოდება მიიღო დოფენ დე ვიენუასგან და მისი მთავარი მზარეული გახდა 1349 წელს. 1355 წელს ის ნორმანდიის მთავრის ხელდასმული დიდებული გახდა, 1359 წელს მისი შეფ-მზარეული, ხოლო 1361 წელს კი უკვე ტიტულირებული რაინდი იყო. ნორმანდიის მთავარი 1368 წელს შარლ V გახდა, ხოლო ტირელი მის სამსახურში დარჩა. 1381 წლიდან ის უკვე შარლ VI-ს ემსახურებოდა. გარდაიცვალა 1395 წელს 80 წლის ასაკში.

მისი დაწერილია განთქმული წიგნი კულინარიაზე სახელწოდებით „Le Viandier“, რამაც დიდი გავლენა იქონია ფრანგულ სამზარეულოზე შემდგომში გამოსულ წიგნებზე და ასევე მნიშვნელოვანია კულინარიის ისტორიკოსებისთვის, როგორც ჩრდილოეთ საფრანგეთის შუასაუკუნეების კულინარიის დეტალური წყარო. ფილიპ VI-ის მმართველობის პერიოდში ტაივენმა დიდი გავლენა იქონია სამეფო კარის მიერ სამხრეთ საფრანგეთიდან და ბურგუნდიიდან წარმოებული მძლავრი წითელი ღვინოებისთვის უპირატესობის მინიჭებაში.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიიომ_ტირელი“-დან