გივი მაღულარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი მაღულარია
გივი მაღულარია.jpg
დაბ. თარიღი 20 მაისი 1926(1926-05-20)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 20 აპრილი 1995(1995-04-20) (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მთარგმნელი, პუბლიცისტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

გივი მაღულარია (დ. 20 მაისი, 1926, თბილისი — გ. 20 აპრილი, 1995) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წლის 20 მაისს, თბილისში. 1944 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის მეორე საშუალო სკოლა. 1945-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.[1] 1948 წელს სტალინური პოლოტიკის კრიტიკის გამო დააპატიმრეს და ჯეზკაზგანში გადაასახლეს. 1956 წელს, რეაბილიტირებულ იქნა და სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს სწავლა განაგრძო მშობლიურ უნივერსიტეტში, რომელიც 1959 წელს დაამთავრა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში მთარგმნელად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე, შემდგომ პრორექტორის თანაშემწედ სამეცნიერო დარგში, ჟურნალ „ხელოვნების“ თეატრის განყოფილების გამგედ.

გივი მაღულარიამ ლიტერატურული მოღვაწეობა 1966 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი პირველი წერილი „ჰაინრიხ ბიოლი“ ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. აქედან მოყოლებული მისი მოთხრობები, ესეები, წერილები სისტემატურად იბეჭდებოდა პრესაში და გამოდიოდა ცალკე წიგნებად. ავტორი ემოციური ექსპრესიითა და ღრმა ფსიქოლოგიზმით იკვლევდა საქართველოს წარსულსა და თანამედროვეობას.

აღსანიშნავია გივი მაღულარიას ვრცელი მოთხრობა „მეამბოხენი“ და „უკუქცევა“; აგრეთვე გამოკვლევები ძველ ეგვიპტურ მითებზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, მარსელ პრუსტსა თუ დოსტოევსკიზე. 1992 წელს მოთხრობისათვის „ბედი არ გინდა!?“ მას საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა.

გივი მაღულარია გარადაიცვალა 1995 წლის 20 აპრილს თბილისში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უკუქცევა“ (რომანი) - თბილისი, მერანი, 1996. - 255გვ.
  • „ვიღას შეაფაროს მიწამ თავი“ (მოთხრობები) - თბილისი, ნაკადული, 1988. - 153გვ.
  • „ლიტერატურული პორტრეტები“ - თბილისი, მერანი, 1982. - 213გვ.
  • „დაღამება ამა სოფლისა“ (მოთხრობები) - თბილისი, ნაკადული, 1982. - 160გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გივი მაღულარია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 27 თებერვალი, 2018.